Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი თალიბანის ლიდერს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს თალიბანის ლიდერს, მოლა ომარს. როგორც კარზაიმ დღეს ქაბულში უთხრა ჟურნალისტებს, "მოლა ომარს შეუძლია, როცა უნდა“ ჩავიდეს ავღანეთში, გახსნას თავისი ოფისი, მაგრამ თან უარი უნდა თქვას იარაღზე. მოლა ომარზე, რომლის მმართველობაც 2001 წელს დაამხეს ავღანეთში საერთაშორისო ძალების სამხედრო ინტერვენციის შედეგად, მთელს მსოფლიოში ძებნაა გამოცხადებული. შეერთებულ შტატების 10 მილიონამდე დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული ინფორმაციისათვის, რომელსაც მისი შეპყრობა მოჰყვება. მაგრამ კარზაის არაერთხელ მოუწოდებია როგორც მოლა ომარის, ისე ავღანეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი სხვა მეამბოხეებისათვის, რომ უარი თქვან ძალადობაზე და დაყაბულდნენ მშვიდობიან რეინტეგრაციას. თალიბანი აქამდე უარს ამბობდა კარზაის შეთავაზებებზე.
XS
SM
MD
LG