Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ქვეყნებმა მოამზადეს სირიის შესახებ რეზოლუციის ახალი პროექტი


დასავლეთის ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოში განსახილველად მოამზადეს სირიის შესახებ რეზოლუციის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სირიის პრეზიდენტისათვის 10-დღიანი ვადის მიცემას სამშვიდობო გეგმის განხორციელების დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სანქციებს დაუწესებენ. ცნობების თანახმად, რეზოლუციის პროექტით, რომელსაც ემხრობიან ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და შეერთებული შტატები, დამასკს ემუქრებიან არასამხედრო სანქციებით, თუ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არ შეუდგება გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის შესრულებას. რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს მიეკუთვნებიან და, შესაბამისად, ვეტოს უფლება აქვს, აქამდე არ ემხრობოდნენ სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ასევე სირიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში სირიის ელჩმა გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ამიერიდან მხარს დაუჭერს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG