Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს


ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორისა და "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მისი ცნობით, სამსახურიდან დათხოვნილია ასევე "ქართუ ბანკის" მთელი დირექტორატი. ”ამით ხელისუფლებამ "ქართუ ბანკთან" 9 თვიანი ბრძოლის ეპოპეა დაასრულა", - განაცხადა ჯავახიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს" ბანკის აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.
XS
SM
MD
LG