Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის საელჩომ საარჩევნო პროცესის თაობაზე შეხვედრას უმასპინძლა


შვეიცარიის საელჩომ საქართველოში დღეს გაავრცელა პრესრელიზი, რომლის თანახმად, ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა 12 ივლისს საღამოს მის რეზიდენციაში მიიწვია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები, უცხოელ ელჩებსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საარჩევნო პროცესზე მოსაზრებათა ღიად გაზიარების მიზნით. „ყველა მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ მომავალი არჩევნები უნდა იყოს არა მხოლოდ დემოკრატიული და სამართლიანი, არამედ მშვიდობიანი, დაშინებისგან თავისუფალი და არაძალადობრივი“, - აღნიშნავს შვეიცარიის საელჩო. მისივე განცხადებით, „პოლარიზაციის და პოტენციური ესკალაციის თაობაზე არსებული სულ უფრო მზარდი წუხილის ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობის როლი იმაში მდგომარეობს, რომ მიუკერძოებლად დააკვირდეს არჩევნებს, შეამსუბუქოს დაძაბულობა და ხელი შეუწყოს პოლიტიკური დიალოგის და სამართლიანი კონკურენციის გარემოს.”
XS
SM
MD
LG