Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 23 ადამიანი შეიწირა ქორწილში მოწყობილმა აფეთქებამ


ავღანეთში, სულ ცოტა, 23 ადამიანი, მათ შორის გავლენიანი პარლამენტარი დაიღუპა ქორწილში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო პარლამენტარ აჰმად ხან სამანგანის ქალიშვილის ქორწილში, სამანგანის პროვინციის დედაქალაქ აიბაკში. ჩრდილოეთ ავღანეთში პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, აფეთქებამ შეიწირა აგრეთვე პროვინციის დაზვერვის უწყების უფროსი, ხან მოჰამადი და ავღანეთის არმიის ერთ-ერთი დივიზიის სარდალი. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო აფეთქება და მასზე პასუხისმგებლობა დააკისრა „ავღანეთის მტრებს“. ასე კარზაი ხშირად მოიხსენიებს თალიბანის მეომრებს. სამანგანი - პარლამენტარი, რომელიც შვილის ქორწილში მოკლეს - ეთნიკური უზბეკი იყო და ითვლებოდა კარზაის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მხარდამჭერად ჩრდილოეთ ავღანეთში.
XS
SM
MD
LG