Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ვაშინგტონის „მტკიცე მხარდაჭერას“ ჰპირდება ეგვიპტეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონის „მტკიცე მხარდაჭერა“ აღუთქვა ეგვიპტეს დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში. ამ საკითხზე კლინტონმა ისაუბრა შაბათს კაიროში ვიზიტისას, ეგვიპტის ახალ პრეზიდენტ მუჰამად მურსისთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. კაიროში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, კლინტონი შეხვდება აგრეთვე შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჰუსეინ ტანტავის, რომელიც დროებით მართავს ეგვიპტეს, შარშან პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ. კლინტონი შეხვდება აგრეთვე ქალთა უფლებების დამცველებსა და კოპტი ქრისტიანების ლიდერებს.
XS
SM
MD
LG