Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ეგვიპტის სამხედრო ლიდერებს ხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოლაპარაკებებს მართავს ეგვიპტის სამხედრო ლიდერებთან კაიროში ვიზიტისას, რომელიც ემსახურება ეგვიპტეში დემოკრატიზაციის პროცესის მხარდაჭერას. კლინტონი ხვდება ფელდმარშალ ჰუსეინ ტანტავის - ეგვიპტის დროებით მმართველს შარშან პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ. კლინტონი, რომლის ვიზიტიც შაბათს დაიწყო ეგვიპტის ახალ პრეზიდენტთან, მუჰამად მურსისთან შეხვედრით, სამხედრო საბჭოს მოუწოდებს, პატივი სცეს არჩევნების შედეგს და დაუბრუნდეს ჩვეულ ფუნქციას - სახელმწიფოში უსაფრთხოებაზე ზრუნვას. კლინტონი არის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც შეხვდა მურსის - ისლამისტურ ორგანიზაცია „მულისმთა საძმოს“ წევრს. პრეზიდენტად მისი ინაუგურაცია გასულ თვეში ჩატარდა მას შემდეგ, რაც მურსი გამოცხადდა გამარჯვებულად ეგვიპტის პირველ თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG