Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვრის შეფასებით, სირიაში სამოქალაქო ომია


ჰუმანიტარულ ორგანიზაცია წითელი ჯვრის შეფასებით, სირიაში ბრძოლებმა იმდენად დიდი მასშტაბი შეიძინა, რომ კონფლიქტი სამოქალაქო ომად უნდა ჩაითვალოს. სტატუსის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ მებრძოლები დაექვემდებარებიან ჟენევის კონვენციებს, რაც ზრდის მათი სამხედრო დანაშაულებში ბრალდებით გასამართლების შესაძლებლობას. აქამდე წითელი ჯვარი სამოქალაქო ომის ზონებად მიიჩნევდა მარტო რამდენიმე რეგიონს სირიაში - ტერიტორიებს იდლიბის, ჰომსისა და ჰამის გარშემო. ასევე სირიაში კონფლიქტზე გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს სამეთვალყურეო მისია აგროვებს მტკიცებულებებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სოფელ ტრემსეში, სადაც 12 ივლისს, ოპოზიციის ცნობით, 200-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული მთავრობის ჯარების თავდასხმის შედეგად. ოპოზიციონერი აქტივისტები იუწყებიან აგრეთვე, რომ კვირას მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარებს შორის შეტაკებებმა იფეთქა დამასკის გარეუბნებში. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG