Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ფაბიო კაპელო


რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მენეჯერი ფაბიო კაპელო რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნა. ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილის ნიკიტა სიმონიანის თქმით, კაპელოსთან კონტრაქტი საბოლოო სტადიაშია და მისი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოსალოდნელია, რომ კონტრაქტი 2014 წლამდე, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატამდე გაგრძელდება. ყოველდღიური გამოცემა „სპორტ ექსპრესის“ ვარაუდით, კაპელო გასამრჯელოს სახით ყოველ წელს 6 მილიონ ევროს მიიღებს.
XS
SM
MD
LG