Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში აფეთქება მოეწყო უშიშროების სამსახურის შენობაში


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დამასკში მოაწყო აფეთქება, რომელიც მიმართული იყო ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობის წინააღმდეგ. მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. მედიის ცნობით, აფეთქება მოეწყო შენობაში მინისტრებისა და უშიშროების სამსახურის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების შეხვედრის დროს. იუწყებიან აგრეთვე, რომ დამასკში ზედიზედ მეოთხე დღეა, გრძელდება ბრძოლა მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, მოგვიანებით უყრის კენჭს რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიის კონფლიქტს ეხება. ნათელი არ არის, დაამტკიცებენ თუ არა რეზოლუციას, რადგან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და, შესაბამისად, ვეტოს უფლების მქონე რუსეთი კვლავაც წინააღმდეგია დასავლეთის პოზიციისა, რომელიც ითვალისწინებს სანქციების შემოღებას სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. ახალი რეზოლუცია საჭიროა სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად.
XS
SM
MD
LG