Accessibility links

აფეთქება ბულგარეთში თვითმკვლელმა მოაწყო


ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქება ქალაქ ბურგასთან, აეროპორტში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. ავტობუსის აფეთქების დროს, რომელსაც ისრაელელი ტურისტები გადაჰყავდა, 7 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ცვეტან ცვეტანოვის თქმით, უკვე დადგენილია, რომ ამფეთებელს გაყალბებული ამერიკული მართვის მოწმობა ჰქონდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG