Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო არჩევნებში ამჟამინდელი ლიდერი იმარჯვებს


მთიან ყარაბაღში ჩატარებული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით იმარჯვებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქმედი ლიდერი, ბაქო საჰაკიანი. მას ერგო ხმების 66%-ზე მეტი. 32%-ით მეორე ადგილზეა გადამდგარი გეენრალი ვიტალი ბალასანიანი. რეგიონიდან გავრცელებული ცნობებით, არჩევნების პროცესს აკვირდებოდა 15 ქვეყნის წარმომადგენელი 80 მეთვალყურე. აზერბაიჯანი, რომლის ტერიტორიასაც ეკუთვნის მთიანი ყარაბაღი, არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს გაავრცელა განცხადება, რომ არ ცნობს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ არჩევნებს.
XS
SM
MD
LG