Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმიამ დაიწყო მეამბოხეთა პოზიციების მასიური იერიში


დამასკში სირიის სამთავრობო ჯარმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა მეამბოხეთა პოზიციებზე. ამავე დროს, გაეროს უშიშროების საბჭომ 30 დღით გაუხანგრძლივა მანდატი თავის სამეთვალყურეო მისიას. ძალადობას გაურბის ათასობით სირიელი, რომლებიც ლიბანისა და ერაყის მიმართულებით ტოვებენ ქვეყანას. ბოლო ორ დღეში მკვეთრთად გაიზარდა დახოცილების რიცხვი, რომელმაც, მიღებული ცნობების თანახმად, 470 შეადგინა. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ჯარმა დაიკავა დამასკის ერთი რაიონი, მაგრამ სხვა რაიონებში ბრძოლა გრძელდება. სამთავრობო ჯარსა და მეამბოხეთა შორის ბრძოლა არ ცხრება სირიის, სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში. ასადის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ჰიშამ იხტიარი, ოთხშაბათის თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა პარასკევს. ამავე თავდასხმამ ასადის სხვა სამი მოკავშირე იმსხვერპლა. თავად ასადის ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG