Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ობამა კოლორადოში ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლის ოჯახებს ეწვევა


თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დღეს კოლორადოში ჩადის და ორი დღის წინ კინოთეატრში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლის ოჯახის წევრებს ეწვევა. პოლიციის თანახმად, პირი, რომელიც კინოთეატრში 12 ადამიანის დახოცვასა და 58-ის დაჭრაშია ეჭვმიტანილი - ჯეიმს ჰოლმსი - ერთკაციან საკანში იმყოფება, „მისივე დაცვის მიზნით“. პოლიციის თქმით, ჰოლმსის სახლში მიკვლეული კომპიუტერი გამოძიებას უჩვენებს, თუ როგორ გეგმავდა ის მკვლელობას. ჰოლმსს ოფიციალურ ბრალებას ორშაბათს წაუყენებენ. მან პარასკევს, ბეტმენზე ფილმის პრემიერისას, ქალაქ ავრორაში, კოლორადოს შტატში, ცეცხლი გაუხსნა უდანაშაულო ადამიანებს, დარბაზში მსხდომთ.
XS
SM
MD
LG