Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა აფრთხილებს ბაშარ ასადს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აფრთხილებს არ დაუშვას ”ტრაგიკული შეცდომა” და არ გამოიყენოს ქიმიური იარაღი. ობამამ ორშაბათს განაცხადა, რომ ბაშარ ასადი და მისი რეჟიმი ”პასუხს აგებენ” საერთაშორისო საზოგადოებრიობისა და აშშ-ის წინაშე, თუკი ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. ორშაბათს სირიის ხელისუფლებამ დაიმუქრა, რომ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, თუკი უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები შეიჭრებიან მის ტერიტორიაზე. თუმცა, სირიის ლიდერები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ქიმიური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა დამასკის მუქარას ”დასაგმობი” უწოდა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდა სიფხიზლისკენ ამგვარი მოქმედების პრევენციისთვის.
XS
SM
MD
LG