Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავს


”საბიუჯეტო ცვლილებებით გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარის მობილიზება-გადანაწილება” სტიქიის შედეგებთან ბრძოლის ”გადაუდებელი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი” პროგრამებისთვის, - ამ შინაარსის განცხადება 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, 50 მილიონი ლარით დაფინანსდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ”გადაუდებელი” ღონისძიებები, მათ შორის: ”დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისათვის კომპენსაციების გადაცემა.” პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ”კახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროგრამა - ”კახეთის განვითარების პროექტი”, რომლის ასიგნება 110 მილიონ ლარს შეადგენს.”პარლამენტის ფრაქციებსა და კომიტეტებში განხილვის შემდეგ, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელისუფლება სტიქიის შედეგებთან ბრძოლას უკავშირებს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 25 ივლისს დამტკიცდება. ოპოზიციონერი დეპუტატები უკმაყოფილებას გამოხატავენ ფულადი კომპენსაციის მასშტაბებთან დაკავშირებით. მთავრობის დაპირების მიხედვით, სასაოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანად განადგურების შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია 1 300-1 500 ლარს შეადგენს; 70–80%-იანი ზარალისთვის 800-900 ლარი გამოიყოფა; ხოლო ის, ვინც მოსავლის ნახევარი დაკარგა, კომპენსაციის სახით, 300-დან 500 ლარამდე თანხას მიიღებს.
XS
SM
MD
LG