Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დემოკრატიული მოძრაობა“ სოფრომაძის პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე საუბრობს


„ზაზა სოფრომაძის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში ნეობოლშევიკური წყობაა“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზაზა სოფრომაძეს მოწმის სტატუსით კითხავენ. თუმცა პოლიტიკური ნიშნით ზაზა სოფრომაძის დაკავებას უარყოფს ხელისუფლება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადილე შოთა ხიზანიშვილმა უთხრა „ინტერპრესნიუსს“, ზაზა სოფრომაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს. თუმცა ხიზანიშვილს ზაზა სოფრომაძის პროკურატურაში დაბარების მიზეზი არ დაუკონკრეტებია
XS
SM
MD
LG