Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობის ჯარები თავს იყრიან ქალაქ ალეპოსთან


სირიელი აქტივისტების ცნობით, მთავრობის ჯარებმა ვერტმრფენებიდან ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე რაიონს ალეპოში, რომელიც სირიის სიდიდით მეორე ქალაქია. როგორც იუწყებიან, არმიის შენაერთები ხუთშაბათიდან თავს იყრიან ალეპოს გარეუბნებთან, სავარაუდოდ, მასშტაბური იერიშისათვის ქალაქში მყოფი მეამბოხეების წინააღმდეგ. იუწყებიან ასევე, რომ მოსახლეობის ნაწილი გარბის საფრთხეში მყოფი უბნებიდან. პარასკევს გავრცელებული ცნობებით, სირიის მასშტაბით დაიღუპა 30-მდე ადამიანი. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნავი პილაიმ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე.
XS
SM
MD
LG