"ბანკი ქართუს" დროებითი მმართველის მიერ 4 დეველოპერულ კომპანიაზე საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებამ ბანკს შესაძლოა ლიკვიდურობის პრობლემა შეუქმნას. გავცელებული ინფორმაციით, ბანკის ყოფილმა დროებითმა მმართველობამ 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის გაცემის შესაძლებლობაც ბანკს არ აქვს. ამასთან, ხელშეკრულებები პროცედურული ნორმების დარღვევით გაფორმდა, რასაც ბანკის მოქმედი ხელმძღვანელობა სასამართლოში გაასაჩივრებს. "ბანკი ქართუს" პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილის თანახმად, კერძოდ დაირღვა "ბანკი ქართუს" სესხების გაცემის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები. აღნიშნულის მიუხედავად, "ბანკი ქართუ" ვალდებულია, 31 ივლისამდე გასცეს 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მლნ დოლარის სესხი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ლიკვიდურობის კოეფიციენტი, რის გამოც შესაძლოა "ბანკ ქართუში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს.
ყველაზე პოპულარული
1