Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ ვერ მიიღო იარაღის შესახებ ხელშეკრულება


ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელზეც იარაღით ვაჭრობის თაობაზე მსოფლიოში პირველი შეთანხმების პროექტი განიხილებოდა, ვერ მოხერხდა შესაბამის დოკუმენტის მიღება. კონფერენციის თავმჯდომარის, არგენტინელი რობერტო გარსია მორიტანის თანახმად, შეთანხმების საბოლოო პროექტის წინააღმდეგ რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. შემდგომი მოლაპარაკების თაობაზე კი გადაწყვეტილებას მიიღებს აგეროს გენერალური ასამბლეა, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება. დოკუმენტს მხარი 193-მა ქვეყანამ უდნა დაუჭიროს. დოკუმენტი გააკრიტიკა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და პირველ რიგში ამნესტი ინტერნეიშენალმა, რომლის თანახმად პროექტში არ არის მექანიზმი, რომელიც საბრძოლო მასალებით ვაჭრობას დაარეგულირებს.
XS
SM
MD
LG