Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააბრუნეს 23 კაცი, რომლებიც თავს ტრეფიკინგის მსხვერპლად მიიჩნევენ


ტრეფიკინგის მსხვერპლი 23 ქართველი თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად 23 ქართველი თურქეთის ქალაქ იჩქერითში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი. ყველა მათგანი ზესტაფონის მკვიდრია. ისინი თურქეთში მოტყუებით, დასაქმების პირობით გადაიყვანეს. დამნაშავეები თითოეული მათგანისგან გამოსასყიდის სახით 2000 დოლარს ითხოვდნენ. კრიმინალები თურქმა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას, თუ იყო ტრეფიკინგის ორგანიზატორი. გათავისუფლებული მძევლების განცხადებით, მათ იარაღით ემუქრებოდნენ და საკვებს არ აძლევდნენ.
XS
SM
MD
LG