Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოსათვის ბრძოლები გრძელდება


გავრცელებული ცნობებით, სირიის სამთავრობო ჯარები 28 ივლისს მთელი დღის განმავლობაში უტევდნენ ქალაქ ალეპოს იმ უბნებს, სადაც მეამბოხეთა ბაზებია განლაგებული. რეგულარული არმია ბრძოლებში ტანკებს, შვეულმფრენსა და ბომბდამშენ თვითმფრინავებს იყენებდა. მეამბოხეები ამტკიცებენ, რომ ბრძოლებში მათ სირიის არმიის რამდენიმე ტანკი გაანადგურეს. თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, ჰომსსა და დერაას პროვინცია მიმდინარე შეტაკებების შესახებ. სირიელი უფლებათადამცველი აქტივისტებით თქმით, ბრძოლებში ორ ათეულზე მეტი კაცი დაიღუპა. ამასთან, რუსეთი აცხადებს, რომ ალეპოში, სადაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მოსალოდნელია დიდი ტრაგედია. „არარეალისტური იყო მოლოდინი, რომ სირიის მთავრობა მშვიდად შეეგუებოდა იმ ფაქტს, თუ როგორ იკავებდნენ შეიარაღებული მეამბოხეები ქვეყნის ძირითად ქალაქებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
XS
SM
MD
LG