Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ აქტივისტები საპატიმროდან გაათავისუფლეს


15 დღიანი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ საპატიმროდან გაათავისუფლეს კოალიცია „ქართული ოცნების“ სამი წევრი. მათ გორის რაიონის სოფელ კარალეთში 11 ივლისს მომხდარ ხელჩართულ ჩხუბში ედებოდათ ბრალი. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ხელისუფლების ორი მომხრე კარალეთის დევნილთა დასახლებიდან. აქედან ერთმა ლევან მაისურაძემ, პოლიციის განცხადებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტს. გათავისუფლებულ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს საპატიმროსთან შეხვდნენ კოალიციის ლიდერები. მათ შორის კახი კალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ კოალიცია ბოლომდე დაუდგება გვერდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლება მათი პოზიციების გამო დევნის
XS
SM
MD
LG