Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ოლიმპიელებმა დღეს წარუმატებლად იასპარეზეს


ლონდონში გრძელდება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. დღეს საქართველოს ოლიმპიელებიდან სარბიელზე პირველი გამოვიდა ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მისი მეტოქე იყო მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი კი ჩუნ ვანი. დაძაბული პაექრობა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა. ჩოგბურთელთა ტურნირის ერთეულთა თანრიგში გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ანა ტატიშვილი წყვილთა შეჯიბრებაშიც ჩაება. უიმბლდონის ბალახის კორტებზე ტატიშვილი და მისი მეწყვილე მარგალიტა ჩახნაშვილი პირველ წრეში შეხვდნენ სლოვენიის წარმომადგენლებს კატარინა სრებოტნიკსა და ადრეა კლეპაჩს და დამარცხდნენ - 6:7, 6:3, 2:6. ასევე დღეს უნდა ეასპარეზა მშვილდოსან ქრისტინე ესებუას, მაგრამ უამინდობის გამო მისი ოცდამეთორმეტედფინალური ორთაბრძოლა ჩილელ დენიზ ვან ლამუნთან ხვალისთვის გადაიდო.
XS
SM
MD
LG