Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონ პანეტა ირანზე ზეწოლის გაგრძელების მომხრეა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა აცხადებს, რომ თეირანი მხოლოდ მზარდმა საერთაშორისო სანქციებმა უნდა აიძულოს უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე. „ვფიქრობ, რაც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, მოვილაპარაკოთ და განვაგრძოთ დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა ირანზე, რათა საბოლოო ჯამში გააკეთოს ის, რაც მართებულია საერთაშორისო საზოგადოებასთან მისაერთებლად და დაემორჩილოს საერთაშორისო წესებს და მოთხოვნებს,“- განაცხადა ლეონ პანეტამ ტუნისში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მისი ხუთდღიანი მოგზაურობის პირველ დღეს. ტურნეს ფარგლებში ლეონ პანეტა შეხვდება ეგვიპტის ახალ პრეზიდენტს, ისლამისტ მოჰამედ მორსის. 1 აგვისტოს კი აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს ისრაელში გამართავს.
XS
SM
MD
LG