Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ ლიპარტელიანი გამოეთიშა ძიუდოისტთა ოლიმპიურ ტურნირს


ლონდონის ოლიმპიადის ძიუდოისტთა ასპარეზობას გამოეთიშა ვარლამ ლიპარტელიანი პირველ წრეში კამერუნელი დიუდონ დოლასემის დამარცხების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი, რომელიც 90 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, მერვედფინალში დამარცხდა ავსტრალიელ მარკ ენტონისთან. დღესვე ლონდონის ოლიმპიურ სასროლეთზე მიმდინარეობს ქალთა შეჯიბრება 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში. მონაწილეთა შორის არის ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.
XS
SM
MD
LG