ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს ელექტრომომარაგება აღუდგა ნახევარ ინდოეთს - დედაქალაქ დელისა და 19 შტატს, რომლებსაც 10 საათზე მეტი ხანი არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ენერგეტიკის მინისტრის, ვირაპა მოილის განცხადებით, მომარაგება სრულად არის აღდგენილი. სამშაბათს ინდოეთის, სავარაუდოდ, 620 მილონი მოსახლე დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, რასაც უკავშირდებოდა სასმელი წყლით მომარაგების შეფერხება და ტრანსპორტის მიმოსვლის პარალიზება. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებულია გამოძიება. ოფიციალური პირები მომხდარის შესაძლო მიზეზად ასახელებენ ზოგი შტატის მიერ დაშვებულზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას.
ყველაზე პოპულარული
1