Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს, ორშაბათს, გაიმართება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, მანანა მანჯგალაძემ 1 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ხოლო ზუსტი თარიღი არჩევნებამდე ორი თვით ადრე პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს. ”პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ქართული დემოკრატიის სიმწიფისა და სიცოცხლისუნარიანობის. გადაიდგმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განმტკიცების გზაზე. აქვე საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს - აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში”, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
XS
SM
MD
LG