Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში დაპატიმრებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები თავდასხმებს გეგმავდნენ


ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ალ-ყაიდის წევრობაში ეჭვმიტანილი სამი პირი, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში არიან, სავარაუდოდ თავდასხმას გეგმავდნენ ესპანეთის ტერიტორიაზე ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში. ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხორხე ფერნანდეს დიასმა პრეს-კონფერეციაზე განაცხადა. სამივე ეჭვმიტანილი ესპანეთის სამხრეთში მდებარე კადისის პროვინციაში დააპატიმრეს. ესპანეთის მედია ავრცელებს პოლიციის ინფორმაციას, რომ მათ თან ჰქონდათ ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებები. გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთაგან ერთი ჩეჩენია, ორი - თურქი. ამ ინფორმაციის გადამოწმება არ ხერხდება. ესპანეთში 2004 წელს მომხდარ ტერაქტს - რომელსაც ალ-ყაიდას მიაწერენ - 191 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG