Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგნიტსკის საქმის გამომძიებელმა სარჩელი შეიტანა ლონდონის სასამართლოში


საგამოძიებო იზოლატორში დაღუპული იურისტის - სერგეი მაგნიტსკის საქმის გამომძიებელმა პაველ კარპოვმა პატივისა და ღირსების დასაცავად ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოპასუხე მხარეა ჯემისო ფაიერსტოუნი, იმ კომპანიის მმართველი პარტნიორი, რომელშიც მაგნიტსკი მუშაობდა. კარპოვი მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას. ის თვლის, რომ ფაიერსტოუნის საჯარო განცხადებამ, როცა ის ამტკიცებდა, რომ მაგნიტსკის მკვლელობაში გამომძიებლის ხელი ურევია. მანამდე კარპოვმა ანალოგიური სარჩელით რუსეთის სასამართლოსაც მიმართა, თუმცა, სასამართლომ ის არ განიხილა. სერგეი მაგნიტსკის კოლეგები პაველ კარპოვს ბიუჯეტიდან 3 მილიარდი რუბლის მოპარვაში ადანაშაულებენ. მაგნიტსკიმ ფულის მოპარვის სქემა გახსნა, რის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ფაბრიკაცია მოხდა, დააკავეს და საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა. გამომძიებელი კარპოვი შესულია ე.წ. ”მაგნიტსკის სიაში”, რომელიც სავიზო და ფინანსურ სანქციებს აწესებს რუსეთის იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მაგნიტსკის მკვლელობის საქმესთან არიან დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG