პარიზში 91 წლის ასაკში, თავის დაბადების დღეზე, გარდაიცვალა კრის მარკერი - ფრანგი კინოდოკუმენტალისტი, რომლის სახელს დოკუმენტური კინოს ახალი ენის შექმნას უკავშირებენ. მარკერმა გამოიგონა ახალი ჟანრი - ფილმი-ესე, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური პრობლემების განზოგადებას გულისხმობს.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.