Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი დათანხმდა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლებას


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის განცხადებით, ირანი დათანხმდა მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების აგვისტოს ბოლოს განახლებას. ეშტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის თანხმობა მიიღო ხუთშაბათს, მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ლიდერთან, საიდ ჯალილისთან სატელეფონო საუბარში. მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა: შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომელთა წარმომადგენელიც ეშტონია, ცდილობს, ირანი დაარწმუნოს ბირთვული პროგრამის მასშტაბის შეკვეცაში, რათა არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. დასავლეთი მიმართავს დიპლომატიასა და ეკონომიკურ სანქციებს ამ მიზნის მისაღწევად. მოლაპარაკების წელს, აპრილის შემდეგ გამართულ სამ რაუნდზე მხარეებმა ვერ მიაწღიეს შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG