Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრარული პროდუქციის ექსპორტისთვის სახელმწიფო კომპანია იქმნება


სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ხელშესაწყობად ”საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია” იქმნება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 3 აგვისტოს წყალტუბოში, მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, საექსპორტო პროდუქციის შემგროვებელი პუნქტები ამოქმედდება: გურჯაანში, გორში, ახალციხეში ჩაქვში, ინგირში, სამტრედიასა და წყალტუბოში. შეგროვილი ხილი, ბოსტნეული თუ მწვანილი, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დახარისხდება, შესაბამისად შეიფუთება და ასე მოხდება პროდუქციის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ. ამასთან, მთავრობის ახალი პროექტის ფარგლებში, ვანო მერაბიშვილის თქმით, ამოქმედდება ”საქართველოს საკუთარი საწყობი უკრაინაში”, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეინახება. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირება სარკინიგზო და საავიაციო გზებით განხორციელდება. ”თუკი სახელმწიფო კომპანიას ტვირთი გზაში გაუფუჭდება, თუ გვიან ჩაიტანა, ამ შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებს ფერმერიც, გლეხიც და მწარმოებელიც”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომელის თქმითაც - ”სახელმწიფო სტაბილურობის გარანტად უნდა გამოვიდეს”. ”მე მინდა, რომ საქართვლოში შეიქმნას ეს ინფრასტრუქტურა და ამ ინფრასტრუქტურამ იმუშაოს თუნდაც სანახევროდ ისე, როგორც მუშაობდა ქართული პოლიცია”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG