Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეშუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიძინა ივანიშვილს გზა გადაუღობეს


ზემო აჭარაში, ბეშუმობის დღესასწაულზე, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მაღალმთიან სოფელში ჯერ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, ბეშუმში ბიძინა ივანიშვილიც ჩავიდა. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მმართველი პარტიის აქტივისტებმა, ბიძინა ივანიშვილს გზა გადაუკეტეს და ადგილობრივებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ხელისუფლების ვერსიით კი, ინციდენტი იმან გამოიწვია, რომ ივანიშვილი “ნაციონალების” აქციაზე მისვლას ცდილობდა. “ჩვენ რა თქმა უნდა, გვეყო სიბრძნე იმისთვის, რომ არ დავუპირისპირდით ჩვენს ძმებს, შემოვბრუნდით, წამოვედით. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა გაერთიანებას. ეს კაცი მოვიდა და დაიწყო დაშლა და დანაწევრება ქვეყნის“, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის მისამართით. იუწყებიან, რომ შეხლა-შემოხლის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენებს ტელეკომპანია „მე-9“არხის გადამღებ ჯგუფს. ბეშუმობის დღესასწაულზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ინცინდენტზე არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ „წარსულის პოლიტიკოსებს“ ხელმოცარვა უწინასწარმეტყველა და განაცხადა, რომ „სქართველო და მათ შორის აჭარა იმოძრავებს მხოლოდ წინ, უკეთესი მომავლისკენ“.
XS
SM
MD
LG