წარმატებით დაიწყეს დღევანდელი ოლიმპიური დღე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა: რევაზ ლაშხმა (60 კგ-მდე წონითი კატეგორია) და ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ) ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ; ხოლო გურამ ფერსელიძემ (წონითი კატეგორია 120 კგ-ზე ზევით) პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ დათმო თავისი მეოთხედფინალური შეხვედრა. ნახევარფინალში ლაშხის მეტოქე იქნება აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი, ხოლო გეგეშიძისა - რუსეთის წარმომადგენელი ალან ხუგაევი.
ყველაზე პოპულარული
1