Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევაზ ლაშხმა ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა


ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყულაბას კიდევ ერთი მედალი - ამჯერად ვერცხლისა - შეემატა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობაში თავი გამოიჩინა რევაზ ლაშხმა (60 კგ-მდე წონითი კატეგორია), რომელმაც დამაჯერებლად სძლია სამ მეტოქეს და მხოლოდ ფინალში დათმო შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან, ირანელ ომიდ ჰაჯი ნორუზისთან. ახლოს იყვნენ ოლიმპიური ჯილდოების მოპოვებასთან ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძეც (120+ კგ). მათ ბრინჯაოს მედლებისთვის გადამწყვეტი შერკინებები წააგეს და საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხეს. ხელი მოეცარა ძალოსან გია მაჭავარიანს (105 კგ-მდე წონითი კატეგორია). პირველი მოძრაობის, ატაცის შემდეგ 185 კილოგრამით ის ლიდერთა შორის იყო, მაგრამ აკვრაში საწყისი წონა ვერ დაძლია და ასპარეზობას გამოეთიშა. სადღეისოდ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ორი მედალი აქვს - ერთი ოქროსი და ერთიც - ვერცხლისა.
XS
SM
MD
LG