Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია ნახევარფინალში იასპარეზებს


ლონდონში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოდის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე 27 წლის ხობელმა ფალავანმა დამაჯერებლად განვლო პირველი ორი წრე (ჯერ სძლია შვეიცარიელ პასკალ შტრებელს, ხოლო შემდეგ - ეგვიპტელ აშრაფ მოჰამედ ელ-ღარაბლის) და ახლა ნახევარფინალში შეხვდება უნგრელ ტამაშ ლორინცს. 110 მეტრზე თარჯრბენაში ხელი მოეცარა 31 წლის დავით ილარიანს. თავის შესარჩევ გარბენში მან ბოლო ადგილი დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა.
XS
SM
MD
LG