Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანუჩარ ცხადაია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს


ლონდონში გრძელდება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ-მდე წონითი კატეგორია) შვეიცარიელი პასკალ შტრებელისა და ეგვიპტელი აშრაფ მოჰამედ ელ-ღარაბლის დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში დათმო შერკინება უნგრელ ტამაშ ლორინცთან. ახლა 27 წლის ხობელი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოსო ჯაბიძემ პირველივე ორთაბრძოლა წააგო ბულგარელ ელის გურისთან და ტურნირს გამოეთიშა. 110 მეტრზე თარჯრბენაში ხელი მოეცარა 31 წლის დავით ილარიანს. თავის შესარჩევ გარბენში მან ბოლო ადგილი დაიკავა და ასპარეზობას დაემშვიდობა.
XS
SM
MD
LG