ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ ოთხშაბათს თქვა, რომ მეამბოხეთა მიერ გატაცებულ 48 ირანელს შორის რამდენიმე ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის გადამდგარი წევრია. ირანის „ISNA-ის “ახალი ამბების სააგენტოს მოჰყავს სალეჰის სიტყვები, რომლის თანახმად ყოფილი სამხედრო მომსახურეები ნამდვილად ტაძრების მოსალოცად იყვნენ ჩასულები დამასკში, როდესაც ისინი გაიტაცეს. სალეჰმა ეს განცხადებები თურქეთიდან უკან დაბრუნების დროს გააკეთა, სადაც იგი ირანელთა გათავისუფლებაში დახმარების სათხოვნელად იყო ჩასული. ამასობაში კი მეამბოხეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შეიარღებულ ძალებს ებრძვიან ქალაქ ალეპოში. ისინი ამბობენ, რომ მათ სირიის უდიდესი ქალაქის მთავარ უბანში თავიანთი პოზიციები მას შემდეგ დაკარგეს, რაც სირიის სამხედრო ტანკებმა მეამბოხეთა მიერ დაკავებულ სალაჰედინიის კვარტალში შეაღწიეს, ოთხშაბათ დილას. ამავდროულად რუსეთის მედია უარყოს სირიელი მეამბოხეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათ მოკლეს სირიის თავდაცვის მინისტრის რუსი მრჩეველი და სამხედრო მზვერავთა მეთაური ვლადიმერ კუჟეევი. რუსეთის მედიის ცნობით, ამ სახელის გენერალი 8 აგვისტოს მოსკოვში მდებარე თავდაცვის სამინისტროში პირადად ნახეს. გენერალმა, ამავე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში, მედიას განუცხადა, რომ მისი მოკვლის შესახებ ინფორმაცია სირიელ მეამბოხეთა მიერ გავრცელებული პროვოკაციაა. მანამდე, "ინტერფაქსი" იუწებოდა, ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით, რომ გენერალი კუჟეევი, ადრე, მართლაც იმყოფებოდა სირიაში, სამხედრო უწყების მრჩევლად.
ყველაზე პოპულარული
1