გორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარმატებას ზეიმობს
ლონდონის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და რუსეთის წარმომადგენლის, ჯამალ ოტარსულტანოვის ფინალურ ასპარეზობას ხინჩეგაშვილის მშობლიურ ქალაქ გორში უამრავი ადამიანი ქომაგობდა. თეატრის სკვერში შეკრებილი გულშემატკივრების ემოციამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა მსაჯებმა ხინჩეგაშვილს მომგებიან გდებაზე ქულა არ მისცეს. მიუხედავად ყველაფრისა, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის წარმატება გორში ფოიერვერკებით აღნიშნეს. მის უბანში კი გრძელი სუფრა დილამდე იყო გაშლილი. ლადომ გარდაცვლილი მამის პატივსაცემად ჭიდაობა რვა წლის ასაკიდან დაიწყო. მის ორთაბრძოლებს მხოლოდ დედა ვერ უყურებდა. მისი თქმით, იგი შვილის წარმატებისთვის ლოცულობდა.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ