Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გოგშელიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს


ლონდონის ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშების დასკვნით დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი, მეშვიდე მედლის მოპოვების შანსი აქვს: თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში (96 კგ-მდე წონითი კატეგორია) გიორგი გოგშელიძე ბრინჯაოს მედლისთვის შერკინებაში შეხვდება ყურბან ყურბანოვსა (უზბეკეთი) და ხეთაგ პლიევს (კანადა) შორის გამარჯვებულს. ნახევარფინალური ორთაბრძოლა 32 წლის გორელმა ფალავანმა დაძაბულ პაექრობაში დათმო ამერიკელ ჯეიკობ სტივენ ვარნერთან, ხოლო მანამდე სძლია ეგვიპტელ სალეჰ ემარასა და მოლდაველ ნიკოლაი ჩებანს. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ თუშიშვილმა თავისი პირველივე შეხვედრა წააგო უზბეკ იხტიორ ნავრუზოვთან და შეჯიბრებას გამოეთიშა.
XS
SM
MD
LG