Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის მთავრობა: მეამბოხეთა მეთაური ჩაგვბარდა


ტაჯიკეთის მთავრობის განცხადებით, აღმოსავლეთით მდებარე მთიანი-ბადახშანის პროვინციაში პოლიციას ჩაბარდა ტოლიბ აიომბეკოვი - მეამბოხეთა იმ ჯგუფის მეთაური, რომელსაც პოლიციის მაღალჩინოსნის მკვლელობაში ადანაშაულებენ. თავად აიომბეკოვმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ძმასთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად აპირებდა რომ პოლიციას ჩაბარებოდა: „ჩემს ძმებთან ერთად ჩავბარდები, რათა ბადახშანში და დანარჩენ ტაჯიკეთში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს. სხვებსაც მოვუწოდებ დაყარონ იარაღი, რათა ბადახშანში აღარავინ იყოს შეიარაღებული და ყველამ, ვინს კანონს დაარღვევს, პასუხი აგოს. ჩვენ ამ ნაბიჯს შიშის გამო არ ვდგამთ. ამას მშვიდობისთვის ვაკეთებთ“.
ოფიციალური ცნობით, აიომბეკოვი ამჟამად ქალაქ ხორუგის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული და მკურნალობას გადის. აიომბეკოვი აცხადებს, რომ სურს თავისუფალ და სამართლიან სასამართლოზე დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ტაჯიკეთის უსაფრთხოების ძალებმა აიომბეკოვის შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ გასულ თვეში ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია - მას შემდეგ, რაც რეგიონის უსაფრთხოების ძალების მეთაური, აბდულო ნაზაროვი იქნა მოკლული. შეტაკებებს 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG