Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილმა დღეს ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ვახტანგ ბალავაძე წარუდგინა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ვახტანგ ბალავაძე წარუდგინა. მის წინამორბედს ალექსანდრე ხეთაგურს, რომელიც ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, მერაბიშვილმა უწოდა ყველაზე წარმატებული მინისტრი, რომელმაც ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის ყველაზე მეტი რამ გააკეთა. რაც შეეხება ბალავაძეს, მერაბიშვილის თქმით, მას აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება და დადგა დრო, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ტექნიკურიდან გადაიქცეს საჯარო სამინისტროდ, რომელიც მიღწევებს თითოეულ მოქალაქემდე მიიტანს. დღესვე პრემიერ-მინისტრმა საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილედ წარადგინა ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, რომელსაც უწოდა საქართველოს მთავრობაში ყველაზე მაღალპროფესიონალი ადამიანი, ვინც მოლაპარაკებას აწარმოებდა უცხოელ დონორ ორგანიზაციებთან. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის შურს მთავრობის ყველა წევრს, რადგან ფონდი მეტად თავისუფალია და არ არის რეგლამენტით შეზღუდული.
XS
SM
MD
LG