Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კომიტეტი: სირიაში ომის დანაშაულებია ჩადენილი


ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს წარმომადგენლები აცადებენ, რომ სირიის მთავრობის ძალებმა და მათმა მოკავშირე შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, შაბიჰამ, ჩაიდინეს ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები - და ეს, როგორც სჩანს, სახელმწიფოსგან იყო სანქცირებული. გაეროს კომისიის განცხადებით, ომის დანაშაულები ასევე ჩადენილი აქვთ მთავრობის ძალებთან მებრძოლ მეამბოხეებს - თუმცა ისინი „სიმძიმით, სიხშირით და მასშტაბით“ არ შეედრება მთავრობის ძალების დანაშაულებს. პარალელურად, სირიის ოპოზიციის ცნობით, სირიის ჩრდილოეთში მდებარე, მეამბოხეების ერთ-ერთ ბასტიონზე მთავრობის ძალების მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებების სირიულმა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმის სამიზნე აზაზი იყო - ალეპოსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. დღესვე დამასკში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც მთავრობის ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები იყო.
XS
SM
MD
LG