Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება თიბილოვის განცხადებას ეხმაურება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება გაავრცელა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის გუშინდელი განცხადებასის საპასუხოდ. ”ეს განცხადება უკანასკნელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ომის მიმდინარეობისას და ომის შემდეგ გაკეთებული განცხადებების რიგში, სადაც ისინი ღიად აღიარებენ ეთნიკური წმენდის ამოცანას.” - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამ დისკუსიებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს უზრუნველყონ გადაწყვეტილების სწრაფი გაუქმება". ლეონიდ თიბილოვმა რუსულ გამოცემა ”იზვესტიას” განუცხადა, რომ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებში დარჩენილი სახლების დანგრევას აპირებს. თიბილოვის თქმით სახლების ადგილას სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება.
XS
SM
MD
LG