Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ადასტურეს, რომ ავღანეთის თალიბთა ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს


ნატოს მეთაურობამ დაადასტურა, რომ თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი, მაულავი ნურ მოჰამადი და მისი მოადგილე არიან რამდენიმე ათეულ მეამბოხეთა შორის, რომლებიც საჰაერო დარტყმის შედეგად დაიხოცნენ კუნარის პროვინციაში, ავღანეთის აღმოსავლეთში. მოჰამადი, ცნობილი ასევე თურაბის სახელით, თალიბთა ლიდერი იყო ჩაფა დარას რაიონში. ნატო დღესვე იუწყებოდა საერთაშორისო ჯარის სამი სამხედროს დაღუპვის შესახებ ავღანეთის აღმოსავლეთში. ავღანეთის სამხრეთში დღეს ქალაქ ლაშქარგაჰის სასაფლაოზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა და დახოცა ორი პირი, გილმენდის პროვინციის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი და მისი ძმა, რომლებიც ოჯახებთან ერთად მივიდნენ ნავთესავების საფლავების მოსანახულებლად.
XS
SM
MD
LG