Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გაეროს მისიამ ოფიციალურად დაასრულა მუშაობა


სირიაში ოფიციალურად დასრულდა გაეროს სამეთვალყურეო მისიის მუშაობა. მისი მანდატი კვირას, შუაღამეს ამოიწურა. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილში ამოქმედებული მისიის მიზანი იყო სირიისათვის შემუშავებული სამშვიდობო გეგმის დაცვის მეთვალყურეობა. სამშვიდობო გეგმა შემუშავდა სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის ყოფილი საგანგებო წარმომადგენლის, კოფი ანანის შუამავლობით. მაგრამ მეთვალყურეებმა ივნისში შეწყვიტეს მუშაობა შეიარაღებულ მეამბოხეებსა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს შორის შეტაკებების გამწვავების გამო. სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებული ზავი არც ერთ მხარეს არ დაუცავს.
XS
SM
MD
LG