Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დანიშნა


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოხსნა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი მარტინოვი და მის მაგივრად დანიშნა ვლადიმირ მაკეი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. მარტინოვი 2003 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა ბელორუსიის საგარეო უწყებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მარტინოვი გაათავისუფლეს სხვა თანამდებობაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით. სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG