Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია


ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარების გასაცნობად საქართველოში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. მისი წევრები დღეს შეხვდნენ ცსკ-ის და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელებს და არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საღამოს დაგეგმილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის და მე-9 არხის ხელმძღვანელებთან. საქართველოში ვიზიტისას დელეგაციის წევრები ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG