Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაკერებმა მოსკოვის სასამართლოს საიტზე გამოაქვეყნეს "პუსი რაიოტის" მხარდასაჭერი მოწოდებები


დღეს დილით ჰაკერებმა გატეხეს მოსკოვის იმ სასამართლოს საიტი, რომელმაც პარასკევს პანკ-ჯგუფ "პუსი რაიტის" წევრებს ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. სააგენტოების ცნობით, სასამართლოს მთავარ გვერდზე ძირითადი ტექსტი შეცვლილი იყო მოწოდებით: "თავისუფლება 'პუსი რაიტს!'" განყოფილებების დასახელებებზე დამატებული იყო უცენზურო კომენტარები. სასამართლოს საიტზე შესვლისას ავტომატურად ირთვებოდა პანკ-ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერა. სასამართლოს პრეს-მდივანმა დარია ლიახმა დაადასტურა ვებსაიტზე ჰაკერული თავდასხმის ფაქტი. ამ დროისთვის ვებსაიტის მუშაობა აღდგენილია.
XS
SM
MD
LG